03.05.2017

პროექტი მოსწავლე-მასწავლებელი

2017 წლის 3 მაისს განათლების სამინისტროს ინიციატივით საქართველოს სკოლებში განხორციელდა პროექტი მოსწავლე-მასწავლებელი . ყველა მსურველ მოსწავლეს შეეძლო მოერგო მასწავლებლის სტატუსი და უფლებები . 11ბ კლასის ექვსმა მოსწავლემ : მ.მუმლაძემ, მ.შავშიშვილმა, ა.გურასაშვილმა, ა.ბადალიანმა , ს.გაფრინდაშვილმა და პ.შათირიშვილმა ენთუზიაზმით აიტაცეს პროექტის იდეა და დღეს  ხალისით  ჩაატარეს ქართულის , ინგლისურის, რუსულის, ქიმიისა და სპორტის გაკვეთილები . 




02.04.2017

საერთაშორისო სპორტული ცეკვების ოლიმპიადა და ჩვენ

თბილისი, უკვე მეორედ საერთაშორიოს სპორტული ცეკვების საერთაშორისო ოლიმპიადას მასპინძლობს. ოლიმპიადაზე ქართველი და უცხოელი (სომხეთი, უკრაინა) წარმომადგენელი მონაწილეობს.
გუშინ , 1.04. სკოლებში ჩამოყალიბებული გუნდების შეჯიბრის დღე იყო . რუსთავიდან 8 სკოლამ მიიღო მონაწილეობა , რათქმა უნდა იყვენენ თბილისის სკოლებიც და როგორც ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, სასიამოვნო ფაქტი გახდა საქართველოს რეგიონების გააქტიურება .
ჩვენ სკოლაში ,,ჩერლიდინგის" დამფუძნებლად შეიძლება მივიჩნიოთ ქეთი ნარიმანიძე და მერი მუმლაძე. ქეთი და მერი უკვე მეორე წელია უსასყიდლოდ, საკუთარი ინიციატივით და საოცარი ენერგიულობით ამზადებენ მე-20 სკოლის  ბავშვებს ოლიმპიადისთვის . წელს შევძელით ხუთეულში მოხვედრა .გოგონებმა გადაწყვიტეს მომავალ წელს სერიოზულად ირძოლონ გამარჯვებისთვის . 







ოლიმპიადა საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაციის, თანამედროვე და საესტრადო ცეკვების ეროვნული ფედერაციასა და IDO-ს ორგანიზებით ტარდება.
ოლიმპიადის მხარდამჭერია ქ.თბილისი მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახური, სპორტის და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტრო და განათლების სამინისტრო.